სახელმძღვანელო - მიზანი თუ საშუალება

სასწავლო გეგმის შემოღებით სახელმძღვანელოების როლი შეიცვალა. როცა არ არსებობს დაწერილი სწავლების მიზნები სახელმძღვანელო თავისთავად ხდება ეს მიზანი მასწავლებლისთვის. ცუდი მასწავლებელი მისდევს ყოველდღიურად შემდგომ გაკვეთილს წიგნში. მოსწავლეებისთვის არც კი ჭირდება იმის თქმა რა არის დავალება. მარტივად ამბობს: - ”შემდეგი”.
სახელმძღვანელოს როლის ცვლილება ასევე უკავშირდება ერთ ძალიან მნიშვნელოვან კონცეპტუალურ ცვლილებას. თუ ადრე განათლების სისტემის მიზანი იყო ცოდნის გადაცემა, განათლების მიცემა, ცოდნის მიცემა და ა.შ. ეხლა განათლების სისტემის მიზანია შექმნას პირობები, იმისთვის, რომ მოსწავლეს უნდოდეს და შეეძლოს რომ ახალი ცოდნა შეიძინოს, ააგოს ძველზე, განივითაროს უნარ-ჩვევები და ჩამოიყალიბოს დამოკიდებულებები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გადაცემა/მიცემა/თავში ჩადება პრინციპულად შეუძლებელია ადამიანის კოგნიტური (შემეცნებითი) შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ამ კონცეპტუალურ გარემოში, მასწავლებლის როლი არის მოსწავლეებისთვის შექმნას გარემო, სადაც ის იღებს გამოცდილებას, რომლის საფუძველზეც ხდება განათლებული. სახელმძღვანელო კი ასეთ შემთხვევაში არის მხოლოდ ერთერთი საშუალება ამ გამოცდილების შესაქმნელად.
სახელმძღვანელო არ არის ხელოვნების ნიმუში, მხატვრული ნაწარმოები. მოსწავლეს უჭირს და დიდად არ ხიბლავს მასთან დამოუკიდებლად ურთიერთობა. მასწავლებელიც არ უნდა ცდილობდეს, რომ შეავსოს სახელმძღვანელო (ამას ამბობენ ხშირად) არამედ პირიქით, ცდილობდეს, რომ მოსწავლის გამოცდილება, რომელსაც ის სწავლისთვის განკუთვნილ დროს ანდომებს შეავსოს ნაწილობრივ სახელმძღვანელოთი.

4 comments

Rusudan said...

თემას არ ეხება, მაგრამ ჩემი ოცნებაა, სკოლაში ნიშნები არ იწერებოდეს. ანუ ბავშვი დადიოდეს სკოლაში და სწავლობდეს იმიტომ, რომ აინტერესებს და არა იმიტომ, რომ 5-იანები მიუტანოს ბებია-ბაბუებს!

salome said...

სახელმძღვანელო კი შეიცვალა, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მასწავლებლები არ შეცვლილან! :( მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს გაცნობიერებული სასწავლო გეგმის არსი და შესაბამისად, ახალი სახელმძღვანელოს როლი. ამ ახლებური სახელმძღვანელოებით ისინი ისევე ასწავლიან, როგორც ძველით და ამიტომ არის სწავლების შედეგები უარესი (ისე, ესეც საკითხავია, უარესია თუ არა; რამდენადაც ვიცი, რიგ შემთხვევებში მაინც შეინიშნება პროგრესი. მოსწავლეები უფრო გახსნილები არიან, უფრო დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები, მეტს მსჯელობენ, უფრო თამამად გამოთქვამენ საკუთარ აზრს... ამის მიზეზი ბევრია და ერთ-ერთი ახალი სახელმძღვანელოებიცაა, უფრო ზუსტად - სწავლა-სწავლების თუნდაც უნებურად ”თავსმოხვეული” ახალი მიდგომები).
გამოსავალი, ჩემი აზრით, ერთადერთია - მასწავლებელთა სერტიფიცირება

ნანა said...

სახელმძღვანელოების ცვლილება ნამდვილად კარგია, მაგრამ რა საჭიროა ერთ საგანში რამოდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელო? არ შეიძლება ერთი საგნის სახელმძღვანელოს ყველა ავტორთა ჯგუფი შეთახმდეს და ერთი ეროვნული სახელმძღვანელო შეიმნას თითოეულ საგანში? (თუ ვინმეს რაიმე "ბიზნესი" ჩაუვარდება????)

სიმონ ჯანაშია said...

ქალბატონო ნანა, ზუსტად იმავე ლოგიკით რატომ არ შეიძლება იყოს მაგ. ერთი საინფორმაციო წყარო (ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი) სადაც ყველა შეთანხმდება რა და როგორ ითქვას?
საბაზრო ეკონომიკის ერთერთი საფუძველი კონკურენციაა. მაგ. რა მოტივაცია ექნება ერთერერთ მონოპოლისტ გამომცემლობას, რომ ან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელო შექმნას, ან დაბალ ფასში გაყიდოს?
ასევე, თუ იქნება ერთი სახელმძღვანელო ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ იმ დაწესებულებაზე, რომელიც სახელმძღვანელოების გრიფირებას ახდენს ზეწოლა იქნება უზარმაზარი, რადგან გავლენიან ადამიანებს ენდომებათ სახელმძღვანელოების ავტორობა, რადგან ერთადერთი გამოცემა ნიშნავს ბაზრის სრულ კონტროლს და მაქსიმალურ მოგებას მინიმალური ენერგიის დახარჯვით.

Simon Janashia. Powered by Blogger.