ბრენდირების ზოგად პრობლემებთან დაკავშირებით აქ შეგიძლიათ ამავე ბლოგის სხვა ნაწილში.
ეს ჩანაწერი ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციას, რომ: ბრენდირება ჩატარდა; გამოვლინდა 10 საუკეთესო სკოლა.
ასევე გადავხედოთ სამინისტროს საიტზე არსებულ ინფორმაციას ბრენდირებული სკოლების შესახებ და შევეცადოთ დავადგინოთ თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სამინისტრომ სკოლების შეფასებისას. რადგან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბრენდირების ერთერთ მთავარ მიზანს სისტემის გამჭვირვალებას ასახელებს, საინტერესოა თავად ბრენდირების სისტემა რამდენად გამჭვირვალეა.
ათ საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა 157-ე სკოლა. ამ სკოლამ 10 შესაძლო ვარსკვლავიდან 9 მოიპოვა. ეს ამ სკოლის ერთადერთი მიღწევა არ არის 2011 წელს. სამინისტრომ ამ სკოლის დირექტორი 2011 წლის საუკეთესო დირექტორად დაასახელა.
შორენა ბუნტური ამ სკოლის დირექტორად ერთი წლის წინ დაინიშნა. ის 25 წლის იყო და მანამდე მუშაობდა სკოლის მანდატურად.
საინტერესო ამ ისტორიაში არის შემდეგი: როგორ მოახერხა გამოუცდელმა დირექტორმა, რომ ერთ წელიწადში ეჯობნა 2100-მდე სხვა დირექტორისთვის, ხოლო მის სკოლას ასევე დაახლოებით ამდენივე სკოლისთვის? ერთ წელიწადში სკოლის რადიკალურად შეცვლა და რადიკალურად უკეთესი შედეგების ჩვენება შეუძლებელია. თუ სკოლა საუკეთესოებს შორისაა, მაშინ რატომ მოხსნეს წინა დირექტორი და რატომ დანიშნეს აქ მანდატური?
შევადაროთ ორი სკოლა ერთმანეთს: ახალციხის 5-ე სკოლა და თბილისის 53-ე.
ჩანს, რომ ზოგიერთი პარამეტრით 5-ე სკოლა ჯობნის 53-ეს. მაგ. ავიღოთ ინფრასტრუქტურა. ახალციხის სკოლაში 56 კომპიუტერია, თბილისის "პრესტიჟულ" სკოლაში კი 38. არადა ახალციხის სკოლაში 1262 მოსწავლე სწავლობს, ხოლო თბილისის სკოლაში - 1720. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპიუტერებს სკოლებისთვის ძირითადად სახელმწიფო ყიდულობს მაშინ იბადება კითხვა, რატომ უყიდა სახელმწიფომ (ან თუნდაც დონორებმა) ახალციხის სკოლას უფრო მეტი კომპიუტერი ვიდრე თბილისისას?
იქნებ ეს პარამეტრი სულაც არ არის მნიშვნელოვანი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლოა 53-ე სკოლის უფრო მეტი მოსწავლე იყენებს კომპიუტერს განათლების პროცესში, რადგან მათ კომპიუტერები სახლში აქვთ?
შევხედოთ სხვა პარამეტრს. მაგ. 53-ე სკოლაში მასწავლებლების 26% აქვს გავლილი ტრენინგი, ახალციხისაში კი 33%. თუ გავითვალისწინებთ მასწავლებლების რაოდენობას, გამოდის, რომ 53-ეში 30 მასწავლებელს აქვს გავლილი ტრენინგი, ახალციხეში კი 32-ს.
შევხედოთ სპორტულ მიღწევებს. ახალციხის სკოლა სპორტულ შეჯიბრში პირველ სამ ადგილზე გავიდა. თბილისის სკოლა კი ვერ. თბილისისში 400-მდე სკოლაა, მთელს ახალციხის რაიონში კი 40-მდე. როგორ შეიძლება ამ ორი სკოლის ერთ შკალაზე ამ პარამეტრით შედარება?
53-ე სკოლას ყავს ოქროს მედალოსნები, ახალციხის სკოლას კი მხოლოდ ვერცხლის მედალოსნები. ახალციხის სკოლიდან უფრო მეტი პროცენტი ჩაირიცხა უმაღლესში, 53-ედან მეტმა აიღო გრანტი. თუმცა არ ვიცით ეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულების პროცენტია, თუ სკოლადამთავრებულების?
53-ე სკოლას აქვს 7 ვარსკვლავი და მისი დირექტორი მოხსნეს 2011 წლის ზაფხულში. ახალციხის სკოლას კი აქვს ორი ვარსკვლავით მეტი. რატომ?
ბრენდირებასთან დაკავშირებით ბევრი სხვა კითხვის დასმაც შეიძლება, მაგრამ ზოგიერთს პასუხი ისედაც გაეცემა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ სკოლაში დირექტორის ვინაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 157-ე სკოლაში დირექტორი მანდატურია. ახალციხის 5-ე სკოლაში კი შინაგან საქმეთა მინისტრის დედა.