დღეს ჩემი ბავშვები პირველად წავიდნენ ამერიკულ სკოლაში. ეს დაწყებითი სკოლაა, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება და ამავდროულად აქვს მართვის ავტონომია. ასეთ სკოლებს აქ ჩარტერული სკოლები ჰქვია, რადგან მათ სახელმწიფოსთან სპეციალური ხელშეკრულება (ჩარტერი) აქვთ დადებული.
ამ სკოლაში ვერ ნახავთ დაცვას ან მანდატურს. სამაგიეროდ კარგად არის გაწერილი ქცევის წესები და მიღებულია უსაფრთხოების ზომები საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით.
სკოლის ტერიტორიაზე სწავლის დაწყებამდე, დასვენებებისას და სკოლის შემდეგ სპეციალურად შერჩეული მასწავლებლები აკვირდებიან ვითარებას და ეხმარებიან მოსწავლეებს ორგანიზებულ და სწორ ქცევაში.
ქცევის წესებში სხვა, ჩვენთვის უფრო ნაცნობი წესების გარდა წერია, რომ ბავშვები უნდა ცდილობდნენ, რომ თავიანთ თამაშებში ნებისმიერი სხვა მოსწავლე ჩართონ ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დისციპლინასთან დაკავშირებით ახსნილია, რომ სკოლა შემდეგ ზომებს მიმართავს:
სკოლაში მიგვატანინეს პატარა პაკეტი, სადაც მოთავსებულია პირველადი ჰიგიენის ნივთები, ფანარი და პეჩენიები. პაკეტში ასევე შედის მშობლების წერილი, რომელებსაც ისინი წერენ თავის შვილებს. ასევე იყო თხოვნა, რომ პაკეტში ჩაგვედო მშობლების ფოტოები. კომფორტის პაკეტს (ასე ეძახიან აქაურები) ის დანიშნულება აქვს, რომ მიწისძვრის ან ხანძრის შემთხვევაში თუ მოსწავლეების სწრაფი გახიზვნა იქნება აუცილებელი, ეს პაკეტი უნდა დაეხმაროს მათ სტრესის დაძლევაში.
საიტზე დეტალურად არის განმარტებული ის, თუ როგორ მოიქცევა სკოლა ხანძრის ან მიწისძვრის შემთხვევაში და სად უნდა მიაკითხონ მშობლებმა ბავშვებს.

- პრობლემის გადაჭრა ზრდასრულის დახმარებით
- სკოლის ეზოში გასვლის დროის გამოტოვება
- რეფლექსიის დღიური წერა ან ზეპირად ბოდიშის მოხდა
- მშობლებთან დაკავშირება
- მასწავლებლებთან გასაუბრება
- ადმინისტრაციული ჩარევა