ბლოგის შესახებ

ამ ბლოგის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში განათლების პოლიტიკის გააზრებას. ბლოგში პერიოდულად ქვეყნდება ხოლმე მოსაზრებები, ჩანაწერები სხვადასხვა დოკუმენტიდან, ვიდეო მასალები და სტატისტიკური ანალიზი.

ბლოგს ამჟამად ჰყავს ორი ავტორი: სიკო ჯანაშია და მუად'დიბი.

მუად'დიბი ცხადია ფსევდონიმია. მუად'დიბი საინტერესო ადამიანი, განათლების სფეროს სპეციალისტი და გულშემატკივარია.

სიკო ჯანაშია ასწავლიდა ისტორიას სხვადასხვა სკოლაში. ის იყო გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში დამფუძნებელი მასწავლებელი. აკადემიაში ის დღეს კოორდინირებას უწევს საზოგადოებრივ პროექტებს.

2004-2009 წლებში სიკო ჯანაშია ხელმძღვანელობდა სასწავლო გეგმების, სახელმძღვანელოებისა და მოსწავლეები შედეგების შეფასების სისტემების რეფორმას საქართველოში. მრავალი წლის განმავლობაში ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ამ უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. სიკო ჯანაშია არის www.borani.org და https://www.facebook.com/ganjinebi/ იდეის თანაავტორი და თანადამფუძნებელი.

სიმონ ჯანაშიას დამთავრებული აქვს მაგისტრატურა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების მიმართულებით და ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის განათლების დოქტორის ხარისხს განათლების საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.