სასწავლო გეგმა
სკოლის მართვა
ხარისხი
განათლების სამინისტროს პოლიტიკა - მივედით დიდაქტიკის პრინციპების გაფუჭებამდეც
"მომავალი წლიდან ინგლისური ენის სწავლება I კლასიდან გახდება სავალდებულო. იმიტომ, ინგლიურ ენაში იქნება 12 დონე და შესაბამისად, 12 სახელმძღვანელო. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეს მისი დონის შესაბამისი სახალმძღვანელოდან მისცენ დავალება. კლასები გაიყოფა ორ ნაწილად: ძლიერ და სუსტ ჯგუფებად. ეს საშუალებას იძლევა, არ დაიჩაგროს არც სუსტი და არც ნიჭიერი ბავშვი."
ეროვნული სასწავლო გეგმა
"მოსწავლეების დაყოფა სიძლიერის მიხედვით
დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით. ასევე დაუშვებელია, რომ საჯარო სკოლამ მიიღოს მხოლოდ სასკოლო მზაობით გამორჩეული ან მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები და სხვებს უარი უთხრას მიღებაზე. სხვადასხვა ნიჭისა და უნარის, ცოდნისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ერთმანეთს ავსებენ გაკვეთილებზე, ეხმარებიან ერთმანეთს გამოცდილების შეძენაში, შესაბამისად, ისინი უკეთეს მოქალაქეებადაც ყალიბდებიან. "
ეს ჩანაწერი ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის 2004 წლიდან, როდესაც პირველი საპილოტე ვერსია გამოქვეყნდა და დღესაც მოქმედებს. შვიდი წელი განათლების სამინისტროს თანამშრომლები უხსნიდნენ მასწავლებლებს რა არის სასარგებლო და რა არის საზიანო მოსწავლეებისთვის. დღეს როგორც ჩანს საჭიროა, მასწავლებლებმა სამინისტროს თანამშრომლებს აუხსნან იგივე. იხ. ქვემოთ ვიდეო