როდესაც სახელმძღვანელო იქმნება, მის ხარისხზე არ არის პასუხისმგებელი ცალკეული ავტორი, დიზაინერი, ან ერთი რომელიმე დამკაბადონებელი - არამედ გამომცემლობა. აქამდე ეს ასე იყო. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო, რომ შეეფასებინა ეს წიგნი. უკეთესი იყო, რომ ამ წიგნის მთავარი შემფასებელი ყოფილიყო მომხმარებელი - მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე. მართალია მასწავლებლის პასუხისმგებლობა შეზღუდული იყო, მაგრამ ის მაინც მონაწილეობდა ხარისხის გაუმჯობესებაში - ის (კოლეგებთან ერთად) ირჩევდა სახელმძღანელოებს, რაც მოქმედებდა გამომცემლობების მოგებაზე და შესაბამისად დაინტერესებულს ხდიდა გამომცემელს ხარისხი გაეუმჯობესებინა.
ახალ სქემაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აპირებს რომ თავად იქირავოს ავტორი, დამკაბადონებელი და ა.შ. გამოდის რომ:
ახალ სქემაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აპირებს რომ თავად იქირავოს ავტორი, დამკაბადონებელი და ა.შ. გამოდის რომ:
- ამოვარდა ხარისხის მართვაში სამი რგოლი:
- გამომცემლობა, რომელიც ანგარიშვალდებული იყო სახელმწიფოს და მომხმარებლის მიმართ
- სახელმწიფო, რომელიც აფასებდა სახელმძღვანელოებს. დღევანდელი სისტემით ვინც ქმნის, ის არის მთავარი შემფასებელიც.
- მასწავლებები, რომლებიც აღარ მონაწილეობენ ხარისხის იმგვარ შეფასებაში, რისი შედეგიც იყო ის, რომ მომხმარებლის უკეთესი შეფასების მოსაპოვებლად გამომცემლობა დაინტერესებული იყო, რომ გაეზარდა ხარისხი, მასწავლებლებისთვის შეეთავაზებინა დამატებითი სერვისები (მაგ. ტრენინგი) ან დამატებითი პროდუქტი (მაგ. მასწავლებლის წიგნი). გარდა ამისა, მასწავლებლებს, რომლებიც სამინისტროს რეპრესიულ ზემდგომად აღიქვამენ კიდევ უფრო ნაკლები მოტივაცია ექნებათ სახელმძღვანელოები ღიად გააკრიტიკონ.
- სახელმწიფოს ნაკლები შანსი ექნება რომ ხარისხზე კრიტიკას (რაც ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში იქნება) უპასუხოს არჩევანის მრავალფეროვნებით. არ მოგწონს ეს წიგნი, აირჩიე სხვა. არცერთი არ მოგწონს - დაწერე ახალი. ახალ სქემაში, კრიტიკოსი არჩევნებს უნდა დაელოდოს.
- სახელმწიფო, კერძოდ კი პოლიტიკური ორგანო იღებს თავის თავზე იმ ორგანიზაციის ფუნქციებს, და იმ საქმიანობაზე პასუხისმგებლობას, რომლის არანაირი არც გამოცდილება აქვს, არც მანდატი. ანუ განათლების სამინისტრო პოლიტიკის გამტარებელი და შემმუშავებელი ორგანიზაცია კი აღარ არის არამედ დამატებით გამომცემლობაც.