დირექტორების არჩევითობა

დირექტორებს ახალი კანონის მიხედვით სამინისტრო აღარ ნიშნავს. დირექტორებს ირჩევს სკოლა.
თავდაპირველად ამ პრინციპს გარკვეული წინააღდეგობა შეხვდა. ამ პრინციპის ოპონენტები ამბობდნენ, რომ სკოლებს არ ეყოფათ იმის ცოდნა, პრინციპულობა ანდა მოტივაცია, რომ საუკეთესო კანდიდატი შეარჩიონ კონკურსის საფუძველზე.
არჩევითობის მომხრეები თვლიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორი სკოლის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული უფრო მეტად, ვიდრე სახელმწიფოს მიმართ. როდესაც დირექტორს სამინისტრო ნიშნავდა, დირექტორს მთელი ყურადღება იმაზე ჰქონდა, რომ სამინისტროს მითითებები შეესრულებინა. თუ დირექტორი არ მოუსმენდა მაგ. სკოლის მასწავლებლებს, ან მშობლებს ის ამით არაფერს დაკარგავდა. ახალ სისტემაში სკოლის დირექტორი აღარ არის ზურგშეგცევით სკოლის მიმართ. ასევე ამ სისტემის მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს სისტემა დემოკრატიული პრინციპების საქართველოში დანერგვისთვის უკეთესია. დემოკრატია ამ თვალსაზრისით არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობას, არამედ თვითმართველობას ქვედა დონეზეც. არჩეული დირექტორი უფრო თამამიცაა რადგან მისი ადგილი უფრო სტაბილური და დაცულია პოლიტიკური რყევებისგან. ის არ არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი - ანუ მას არ ემუქრება შეცვლა პოლიტიკური პარტიის შეცვლასთან ერთად, რადგან პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კი არა, არამედ სკოლის საზოგადოების მიერ არის არჩეული.

რა პრობლემებია ამ მხრივ? რა თქმა უნდა გარკვეულ პოლიტიკოსთან ნაწილს უჭირს იმასთან შეგუება, რომ დირექტორი შეიძლება არ იყოს მისი ამომრჩეველი. ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებმა დაკარგეს სკოლის დირექტორებზე პირდაპირი ბერკეტები. შიგადაშიგ არის ამ გავლენის აღდგენის მცდელობები, მაგრამ სისტემა ზოგადად გამართულად მუშაობს, რაც ჩანს იქიდან, რომ სკოლების როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში ნელნელა იკლებს.

1 comment

heconomic said...

აბსოლუტურად გეთანხმებით! გარდა დემოკრატიული პრინციპების და პასუხისმგებლობის გაზრდისა, არჩევითობას მოაქვს უამრავი სიკეთე, ერთ-ერთი უმთავრესი - ხარისხი. ვერანაირი დირექტიული მეთოდები ვერ აამაღლებს ხარისხს, როგორც არჩევითობა.
თენგიზ ვერულავა

Simon Janashia. Powered by Blogger.