კვლევა
საკამათო საკითხი
სტატისტიკა
ხარისხი
მონაცემების წარდგენის მნიშვნელობა
საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც განათლების სისტემის შესახებ მონაცემების წარდგენა ხდება ვითარების დრამატიზების გზით იმისთვის, რომ ცვლილებების პოლიტიკური საფუძველი შექმნან. ამ მიზნით ხშირად საერთაშორისო კვლევები გამოიყენება. ხშირად გვეუბნებიან, რომ საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ამ კვლევების მიხედვით მსოფლიოში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
ილუსტრაციაზე მოცემულია წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში, PIRLS 2011 მონაწილე ქვეყნების ჯგუფები ქულების მიხედვით. თუ რუკას დავაკვირდებით რამოდენიმე რამეს შევამჩნევთ, რომ:
- ქულების დაჯგუფების ამ გზას თუ ავიღებთ, რაც თავად ამ კვლევის ფარგლებში დაწესებულ ე.წ. ბენჩმარკებს ითვალისწინებს ვნახავთ რომ საქართველო საშუალო 488 ქულით კვლევაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობის ჯგუფშია
- მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ იღებს მონაწილეობას ამ კვლევაში
ამ ორი დებულების გათვალისწინებით, იმის თქმა, რომ საქართველო მსოფლიოში წიგნიერების დონით "ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა" საფუძველს არის მოკლებული.
Post a Comment