განათლების ნათარგმნი, მაგრამ გამოუცემელი ბიბლიოთეკა

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, მსოფლიო ბანკის დახმარებით მოპოვებული იაპონიის მთავრობის გრანტის მეშვეობით, განათლების მიმართულებით 2009-2010 წლებში სამოცდაშვიდი ახალი სახელმძღვანელო თარგმნა.
სახელმძღვანელოები ეხება განათლების ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, შეფასებას, სწავლებას, განათლების მართვას, წიგნიერების შესწავლას, მრავალენოვან განათლებას, სპეციალურ განათლებას და სხვ. ნათარგმნია განათლების სფეროსთვის მნიშვნელოვანი ავტორები: ჯონ დიუი, ალბერტ ბანდურა, ჰოვარდ გარდნერი, დევიდ პერკინსი, მაიკლ ფულანი, ლინდა დარლინგ ჰემონდი, დენიელ კორეტცი და სხვ.

სახელმძღვანელოების სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

სახელმძღვანელოები თარგმნილია, რედაქტირებულია და დაკაბადონებულია. ტექნიკურად ეს გამომცემლობა დიოგენემ და გამომცემლობა საქართველოს მაცნემ განახორციელა. ეროვნულ სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, სადაც საჭირო იყო, ამ წიგნების უსასყიდლოდ გავრცელებისთვის საავტორო უფლებები შეისყიდა.  წიგნები სრულიად მზად არის დასაბეჭდად ან ელექტრონული ფორმით გასავრცელებლად. ამ სამუშაოში დახარჯულია დაახლოებით 500 000 USD.

სამწუხაროა, რომ  თითქის ორი წელია, რაც წიგნები მზად არის, მაგრამ ისინ ჯერ არ დაბეჭდილა ან ელექტრონულად არ გავრცელებულა. შესყიდულ საავტორო უფლებებს ვადა გასდის, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს საჭირო ფულის დახარჯვა წიგნების გამოსაცემად. ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი გაუქმდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ეს პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაასრულოს.

ეს წიგნები მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტში მყოფი განათლების მიმართულების სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ განათლების მართვის, კვლევის ან მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე. იმედია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მალე დაიწყებს მათ გამოქვეყნებას.


5 comments

Pavle Tvaliashvili said...

სამწუხაროა. დაბეჭდვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა ამდენი რეადერები, კომპიუტერები , პლანშეტები და ა.შ. არსებობს, რატომ ელექტრონულ გამოცემებზე არ კეთდება აქცენტი?

იაფი იქნებოდა და ხელმისაწვდომი.

ელენე said...

მართლაც, კარგი იქნებოდა ელ. ვერსიებს მაინც ენახათ მზის სინათლე :))))

Nino Rukhadze said...

რა კარგია ეს თემა რომ წამოიჭრა! დიდი ხანია ველოდებით ჩვენ დარგში, ოკუპაციურ თერაპიაში, შერჩეული წიგნის თარგმანს. თუმცა, თარგმანი საჭიროებს პროფესიონალის (ოკუპაციური თერაპევტის) მხრიდან რედაქტირებას, რასაც საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტა ასოციაცია სიამოვნებით ითავებდა თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემდა თარგმანის მფლობელი. ეს ჩანს წიგნის სათაურშიც კი - ,,შრომითი თერაპია ბავშვებში’’ - სინამდვილეში წიგნი ეხება ოკუპაციურ თერაპიას ბავშვებში.

Pavle Tvaliashvili said...

არის რაიმე სიახლე 2012 წლის შემდეგ?

Simon Janashia said...

სამწუხაროდ არანაირი სიახლე ჯერჯერობით არ არის.

Simon Janashia. Powered by Blogger.