tag:blogger.com,1999:blog-33340776.post7829217563721073311..comments2022-12-08T14:49:53.562+04:00Comments on განათლების რეფორმა საქართველოში: რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლების აკრედიტაცია?სიმონ ჯანაშიაhttp://www.blogger.com/profile/05138578162828750420noreply@blogger.comBlogger10125tag:blogger.com,1999:blog-33340776.post-21405776152469968872010-02-24T02:08:04.146+04:002010-02-24T02:08:04.146+04:00ადამიანის მოქმედების და მისწრაფებების მხოლოდ კონკუ...ადამიანის მოქმედების და მისწრაფებების მხოლოდ კონკურენციისა და ეგოიზმის ჭრილში შეფასება ჩემი აზრით ადამიანის ფსიქოლოგიისა, სოციალური მისწრაფებებისა და სოციალური ურთიერთობების მრავალფეროვნების ნიველირებაა. როცა ადამიანი მანქანას აჩერებს იმისთვის, რომ საბურავის გამოცვლაში დაგეხმაროს ეს მაინცდამაინც კონკურენციით ან იმაზე გათვლით, რომ როდესმე შეხვდები და შენც გაუჩერებ ყოველთვის არ არის გამოწვეული. ამის გაზომვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე იმის თუ რამდენად მოწონთ მოსწავლეებს თანამშრომლობა და რა შედეგები აქვს ამას.
სწორედ ამიტომაც უამრავი კვლევა არსებობს იმის შესახებ, რომ როდესაც ბავშვებს მცირე ჯგუფებში ამუშავებ და ჯგუფურად აფასებ ვიდრე ინდივიდუალურად ისინი ა) გაცილებით უფრო მოტივირებულები არიან და ბ) უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ნებისმიერ ტიპის შეფასებაზე.
რაც შეეხება იმას, რომ თანამშრომლობა გამოცდილებით მოდის გეთანხმებით. სწავლა კი სწორედაც რომ გამოცდილებაა, რომლის საფუძველზეც ხდება უნარების, ღირებულებებისა და ცოდნის შექმნა/განვითარება/შეძენა.სიმონ ჯანაშიაhttps://www.blogger.com/profile/05138578162828750420noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-6598580346825419132010-02-24T01:54:14.839+04:002010-02-24T01:54:14.839+04:00მე გამოვტყდები - კახა ლომაია რომ ვნახე ბოლოჯერ ნიუ...მე გამოვტყდები - კახა ლომაია რომ ვნახე ბოლოჯერ ნიუ იორკში, მადლობა მოვუხადე თავის მონდომებისათვის ახალი გზების ძიებაში.
ყველა ის იდეა (თითქმის), რომელიც სასკოლო განათლებაში 2004 წლიდან ინერგებოდა ხელს უწყობდა პასუხისმგებლობის გადანაწილებას სახელმწიფოდან მშობლების და სტუდენტებისაკენ.
ჩვენი მშობლების უმრავლესობა (თუ ყველა არა) ყოფილი საბჭოელები არიან. ის რაც საბჭოთა კავშირმა მათ ასწავლა (მეც მათ შორის) ძირითადად უპასუხისმგებლობაა.
ახლა, სამინისტროს მიერ წამოყენებული ”ახალი” იდეები უკან გვაბრუნებს იმ ქვეყანაში - თქვენ ნუ იდარდებთ, ჩვენ მივხედავთ.Gia Jandierihttps://www.blogger.com/profile/07788405919606580992noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-18926983522464689702010-02-24T01:45:13.758+04:002010-02-24T01:45:13.758+04:00ფრიდმენი და კონკურენცია კი სხვა მნიშვნელობითაა საი...ფრიდმენი და კონკურენცია კი სხვა მნიშვნელობითაა საინტერესო.
კონკურენციის გარეშე, ნებისმიერი ინსტიტუტი გარყვნას იწყებს, რესურსების ფლანგვას, საკუთარი სურვილის თავს მოხვევას, ხარისხის გაუარესებას, საქმიანობის გაძვირებას, პასუხისმგებლობის შემცირებას, და ა.შ.
(BTW: ეკონომისტები ძვირს ვეძახით არა იმას, რაშიც ბევრი ფულია გადახდილი, არამედ იმას, რაშიც უფრო მეტია გადახდილი, ვიდრე ღირს.)Gia Jandierihttps://www.blogger.com/profile/07788405919606580992noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-1368111613448722462010-02-24T01:40:07.030+04:002010-02-24T01:40:07.030+04:00კლასის შიგნით თანამშრომლობა უფრო მითია და არა რეალ...კლასის შიგნით თანამშრომლობა უფრო მითია და არა რეალობა. ეს ვინ გამოთვალა და დაადგინა, რომ მოსწავლეები რაიმე ინიციატივებს იჩენენ თანამშრომლობაზე? ადამიანი სულელი უნდა იყო საკუთარ კონკურენტებს ხელს უწყობდე.
აქ საქმე გვაქვს არა თანამშრომლობასთან, არამედ იძულებასთან, რომელიც არ შეიძლება ბავშვებს ესმოდეთ. ისინი შესაძლებელი დიდხანს ვატყუოთ, რომ ასეთი მოქმედება სიკეთეა, მაგრამ, როდესაც მიხვდებიან, რომ მოატყუეს, ბუნებრივი პროტესტი ეწყებათ ამაზე.
ადამიანის, რა ასაკშია იმის მიუხედავად, ბუნებრივი სურვილია სხვებზე უკეთესი იყოს. თანამშრომლობაზე იმიტომ მიდის, რომ ამით საკუთარი მდგომარეობა გააუმჯობესოს და არა სხვისი. მაგრამ თანამშრომლობა არ მოდის (მხოლოდ) სწავლით, არამედ გამოცდილებით.Gia Jandierihttps://www.blogger.com/profile/07788405919606580992noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-74098972001497800642010-02-21T21:22:16.592+04:002010-02-21T21:22:16.592+04:00გია,
ჩემი აზრით ფრიდმანის მოსაზრების ამ კონტექსტშ...გია,
ჩემი აზრით ფრიდმანის მოსაზრების ამ კონტექსტში გამოყენების პრობლემა ისაა, რომ კონკურენცია ერთადერთი მამოტივირებელი არ არის სოციალური პროცესის, ან სოციალური სერვისის მიმწოდებლის პროდუქციის გაუმჯობესების. საქართველოში სკოლების უმეტესობა სწორედ ისეთ ვითარებაში არსებობს (სოფლები) სადაც კონკურენცია არ არსებობს და სავარაუდოდ დიდხანს ვერც იარსებებს (ისევე როგორც კონკურენტი პოლიცია, სახანძრო და სხვ.) არასაკმარისი ბაზრისა და ადამიანური რესურსების გამო.
რაც შეეხება იმას, რომ სოციალიზმი წარმოებაში ცუდად მუშაობს და ამიტომ ყველგან ცუდად იმუშავებს, ამის საწინააღმდეგო არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანოთ საგანმანათლებლო პროცესი: მაგ. ჯგუფში, როგორიცაა კლასი, კურსი და სხვ. ადამიანები "სოციალისტურად", ანუ მაშინ როდესაც იყოფენ რესურსებს, თანამშრომლობენ, ურთიერთგანვითარებაზე პასუხისგებლობას იღებენ გაცილებით მეტ ცოდნას იღებენ ვიდრე ერთმანეთთან კონკურენციაში ყოფნით.სიმონ ჯანაშიაhttps://www.blogger.com/profile/05138578162828750420noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-31315107678226443002010-02-20T01:10:00.200+04:002010-02-20T01:10:00.200+04:00ჩემი აზრით სახელმწიფოს მიერ საკუთარი სკოლების აკრე...ჩემი აზრით სახელმწიფოს მიერ საკუთარი სკოლების აკრედიტაციის დაწესება ლოგიკურია - ხომ უნდა სცადოს გაარკვიოს რაში ფლანგავს ფულს და რა დოზითაა რესურსების ხარჯვა ეფექტიანი.
მეორე საკითხია რამდენად იმუშავებს ეს საერთოდ. შესაძლებელია ბევრს არ მოსწონდეს, რომ განათლების სფეროში ეკონომისტებს კითხონ მოსაზრებები, მაგრამ მაინც მოვიხმობ მილთონ ფრიდმანის მოსაზრებას: რატომ გგონიათ სოციალიზმი წარმოებაში ცუდად მუშაობს და განათლებაში კარგად იმუშავებს?
ნებისმიერი მცდელობა არაკონკურენტულ ან არაჯანსაღ კონკურენციაში მყოფი სისტემის მონაწილეების საქმიანობა გააუმჯობესოთ აუცილებლად გადაიჩეხება უფსკრულში სახელად ”კორუფცია”.
ვისაც ამ უფსკრულში გამოყოლა არ უნდა ყველა წავა და დაგრჩება ინტელექტისაგან დაცლილი სისტემა, რომელსაც არ აინტერესებს ხარისხის გაუმჯობესება, მით უმეტეს, რომ არც არავისზე არ შეუძლია სწორება.
გია ჯანდიერიGia Jandierihttps://www.blogger.com/profile/07788405919606580992noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-9075718958413914432009-08-14T12:07:08.426+04:002009-08-14T12:07:08.426+04:00სრულად ვეთანხმები სიკოს მსჯელობას. მაგრამ ვფიქორბ,...სრულად ვეთანხმები სიკოს მსჯელობას. მაგრამ ვფიქორბ, რომ პრობლემა არის ის, რომ სკოლების აკრედიტაციის არსი და მნიშვნელობა სათანადოდ ვერ თუ არ არის დასული სკოლებამდე და მითუმეტეს - საზოგადოებამდე. როდესაც იდგმება ისითი მნიშვნელოვანი ნაბიჯები განათლების სფეროში, როგორიცაა სასწავლო გეგმის შექმნა, სკოლების აკრედიტაცია, მასწავლებელთა სერტიფიცირება და ა.შ. სათანადოდ უნდა გაპიარდეს. რეფორმების ”მამებს” მართალია ეძლევათ ხოლმე საჯარო გამოსვლებში თავიანთი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება და ისინი, მათ შორის სიკო, ყოველთვის ძალიან არგუმენტირებულად ასაბუთებენ ამ თუ იმ სიახლის მნიშვნელობას, მაგრამ ასეთი გამოსვლები, როგორც წესი მას შემდეგ ხდება, რაც საზოგადოებაში უკვე შექმნიალია მკვეთრად უარყოფი დამოკიდებულება. რეფორმატორები პრაქტიკულად ყოველთვის ისეთ სიტუაციში ხვდებიან, როცა თავი უნდა იმართლონ. დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, მაგრამ უმჯობესია, მანამდე განემარტოს საზოგადოებას სათანადოდ ის, რისი შემოღებაც იგეგმება, თავიდანვე პოოზიტიური კუთხით მიეწოდოს, ვიდრე მერე ვეცადოთ შეაცვლევინოთ აზრი, რაც ყოველთვის გაცილებით ძნელია ამოცანაა.salomehttps://www.blogger.com/profile/17845132572605620274noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-83156485935605323482009-07-03T09:29:55.922+04:002009-07-03T09:29:55.922+04:00mivesalmebni skolebis akreditaciasac da pedagogebi...mivesalmebni skolebis akreditaciasac da pedagogebis serTificirebasac, vTvli, rom es orive procesi unda daiwyos rac sheiZleba male da Tu vinmes ramis shishi aqvs es tviton misi problemaa--"shishi ver ixsnis sikvdilsa...".
faqtia, rom skolebSi swavlebis dabali xarisxia da saxelmwifom ragac unda igonos.chelidzehttps://www.blogger.com/profile/07137282842912205908noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-39576834728358718002009-07-01T17:45:12.057+04:002009-07-01T17:45:12.057+04:00თამარ მემგონი ორ სისტემას ურევ: ერთია პედაგოგების ...თამარ მემგონი ორ სისტემას ურევ: ერთია პედაგოგების სერტიფიცირება, მეორე კი სკოლების აკრედიტაცია. პირველი გულისხმობს მასწავლებლების გამოცდებს, მეორე კი სკოლების კომპლექსურ თვით და გარე შეფასებებს.
2013 წლამდე ჩაითვალა,რომ სკოლები არის აკრედიტებული, რაც არის გადავადება, რადგან კანონის მიხედვით 2010 წლამდე იყვნენ. ეს კი ნიშნავდა, რომ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სკოლების აკრედიტაციის პროცესი უნდა დასრულებულიყო - ეს კი მრავალი სხვადასხვა რამის გამო პრობლემური იყო.
რაც შეეხება მასწავლებლების სერტიფიცირებას ის დაგეგმილი იყო, რომ დაწყებულიყო 2009-ში და გადაიდო 2010მდე. აქედან დაწყებული არსებულ მასწავლებელს აქვს 4 წელი იმისთვის, რომ სერტიფიკატი აიღოს. 4 წლის შემდეგ, მას კი აქვს უფლება, რომ სკოლაში გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ სკოლა აცხადებს ვაკანსიას და ანაცვლებს ასეთ მასწავლებელს სერტიფიცირებულით პირველივე შესაძლო შემთხვევაში.სიმონ ჯანაშიაhttps://www.blogger.com/profile/05138578162828750420noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-33340776.post-84858734353828247642009-07-01T14:30:20.356+04:002009-07-01T14:30:20.356+04:00siko, ramdenadac vici, axali cvlilebebit, skolebis...siko, ramdenadac vici, axali cvlilebebit, skolebis akreditacia 2013 tslamde gadaido. me rom mshobeli viyo, infrastruqturaze metad albat, pedagogta kvalificiurobis sakitxi damainteresebda da aqvt ki dghes pedagogebs motivacia, rom sakutar profesionalizmze imushaon? tuki mat rogorc mravalricxovan amomrchevlebs saxelmwifo mfarvelobs? erovnuli sastsavlo gegma kargi ramea tavisi axali cvlilebebianad, magram vin unda ganaxorcielos es gegma? calsaxad yvela mastavlebelze znelia amis tqma, magram umravlesobas xom jer kidev sastsavli aqvs axali standartebi? hoda akreditaciamde, anu 2013 tslamde moxerxdeba rom yvela pedagogi iyos valdebuli, gaiaros shgesabamis gadamzadebis treningebi? es valdebuleba memgoni saministrom unda shemoighos, ara?tamunahttps://www.blogger.com/profile/00516606129414160951noreply@blogger.com