ცვლილება ერთიან ეროვნულ გამოცდებში SoS!

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით მომზადდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც
ემდეგ წელს ეროვნულ გამოცდებს ემატება მე-4 სავალდებულო გამოცდა. აქამდე სავალდებულო იყო ქართულის, უნარებისა და უცხო ენის ჩაბარება. მეოთხე გამოცდა ემატებოდა უმაღლესის კონკრეტული ფაკულტეტის სურვილით. უმრავლესობა ფაკულტეტების მეოთხე გამოცდას არ ითხოვდა. ამ ცვლილებით, ყველა სტუდენტი ვალდებული ხდება უფრო მეტი გამოცდა ჩააბაროს ვიდრე ეს აქამდე მოეთხოვებოდა. გარდა ქართულის, უნარებისა და უცხო ენის გამოცდის, მან უნდა ჩააბაროს შემდეგი გამოცდებიდან ის, რომელსაც უმაღლესი მოითხოვს: ქართული ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია.

ეს ნიშნავს:
- რეპეტიტორობის წილის გაზრდას განათლებაში
- სკოლაში სიარულის მოტივაციის კლებას
- უმაღლესებში ჩაბარების გართულებას, თან ისე, რომ იგივე რაოდენობის ხალხი ჩააბარებს, მაგრამ მეტი დანახარჯების გზით - რაც ხელს უწყობს სოციალურ დისკრიმინაციის ზრდას განათლების ხარისხის ზრდის გარეშე
- მეტი აქცენტის გადატანას შინაარსობრივ ცოდნაზე და ნაკლების იმ უნარებზე, რაც ადამიანს სჭირდება პროფესიის დასაუფლებლად
- მეტ ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან და უნივერსიტეტების იძულებას, რომ მათთვის უსარგებლო ინფორმაციის საფუძველზე მიიღონ სტუდენტები - რაც მაგ. მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის ე.წ. Liberal Arts უნივერსიტეტებს

ეს არის გაუმართლებელი პროექტი, რომლის ინიციატორია გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ლობირებს ისეთ ინიციატივებს, რომელიც:
- ხელს უშლის სასკოლო განათლების გაძლიერებას, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების (და მათ საფუძველზე შექმნილი სხვადასხვა მექანიზმების - მათ შორის სახელმძღვანელოები) უგულვებელყოფით საგამოცდო პროგრამებში, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მომზადებისას.
- ხელს უწყობს სოციალური ნიშნით დისკრიმინაციას.
- არ ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკის, სწავლებისა და განათლების თეორიებისა თუ კვლევების პრინციპებსა და შედეგებს
- არ არის შეთანხმებული ძირითად უმაღლეს სასწავლებლებთან

პროექტის განხილვა იყო მთავრობის სხდომაზე, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ.
ეს ცვლილებები პრობლემაა მოსწავლეებისთვის, შემდეგ სკოლებისთვის, ხოლო საბოლოო ჯამში კი შეუქმნის არჩევნებზე იმ პარტიისთვის, რომელიც მხარს დაუჭერს მოსახლეობისთვის დამატებითი ხარჯების გაჩენას მათთვის დადებითი შედეგის მოტანის გარეშე.

თუ თქვენ ხართ მშობელი დაუსვით ხელისუფლებას კითხვა, რა სარგებელს მოუტანს ეს გამოცდა თქვენს შვილს?
თუ თქვენ ხართ სკოლის მოსწავლე დაუსვით ხელისუფლებას კითხვა, რა სარგებლობა მოაქვს ამ გამოცდას თქვენთვის?
თუ თქვენ ხართ სკოლის დირექტორი, თუ სამი სავალდებულო გამოცდის გამო არ დადიან მოსწავლეები სკოლაში, დაგეხმარებათ თუ არა მეოთხე სავალდებულო გამოცდის დანიშვნა მათ მოყვანაში?
თუ თქვენ ხართ იმ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრი, სადაც სტუდენტები მეორე კურსზე ირჩევენ სპეციალობას, დაუსვით ხელისუფლებას კითხვა რა სარგებლობას მოგიტანთ მეოთხე გამოცდა?

სიკო ჯანაშია

იხ. მედია
6 მაისი 2008 - http://docs.google.com/View?id=d6722p6_136xj4qjc4
5 ოქტომბერი 2009 - http://www.youtube.com/watch?v=DEuMfeXIng8
10 ოქტომბერი 2009 - http://www.youtube.com/watch?v=HrOMXQRVyBM
10 ოქტომბერი - 2009 http://www.youtube.com/watch?v=mtelf86YdTg
13 ოქტომბერი - 2009 http://www.tavisupleba.org/content/article/1850291.html
15 ოქტომბერი - 2009 http://www.tavisupleba.org/content/article/1852208.html

8 comments :

ჯემალი said...

ჩემი კომენტარი ამ გზავნილთან დაკავშირებით იხილეთ ჩემს ბლოგში მისამართზე http://jemalisblogi.blogspot.com/2009/10/blog-post_17.html

დავით ლიპარტელიანი said...

მოგესალმებით, ბატონო სიკო მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მეოთხე გამოცდის დამატება გამოიწვევს სკოლაში სიარულის (სწავლის) მოტივაციის კლებას. იქნებ პირიქით, მშობელი დაფიქრდეს რო ამდენ საგანში მომზადებას, ჯობს ბავშვმა კარგად ისწავლოს სკოლაში?

სიმონ ჯანაშია said...

დაგეთანხმებით დავით, რომ იქნება ისეთი მშობელი, რომელიც ვერ შეძლებს დამატებითი ხარჯების გაწევას დამატებითი გამოცდისთვის მომზადებისთვის და შეეცდება, რომ მაქსიმალური მიიღოს სკოლისგან. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმასაც, რომ მშობლებს, რომელთა შვილებიც ოთხივე საგანში (ან შეიძლება მეტშიც) ემზადებიან დაემატებათ ის მშობლებიც, რომლებიც იტყვიან, რომ ეხლა საერთოდ აზრი აღარ აქვს არც სკოლაში სიარულს და მითუმეტეს გამოცდებზე გასვლას, რადგან უპირატესობა კიდევ უფრო გაეზარდათ მათ, ვინც რეპეტიტორებთან დადის, როგორც დაფინანსების მიღების კუთხით, ისე ჩარიცხვის.

დავით ლიპარტელიანი said...

ანუ თქვენ ვარაუდობთ რომ მეოთხე გამოცდის დამატება, მეოთხე საგნის სწავლის მაგივრად აბიტურიენტთა უმეტესობას ჩაბარების იმედს დაუკარგავს და შესაძლოა გამოცდებზე არც გავიდნენ?

სიმონ ჯანაშია said...

აბიტურიენტების უმეტესობა არა, მაგრამ მათი ნაწილიც თუ ასე მოიქცევა უკვე პრობლემაა. ისედაც პრობლემაა უკვე ის, რომ 60 000 ამთავრებს სკოლას ყოველწლიურად და მხოლოდ დაახლოებით 30 000 ცდილობს სწავლის გაგრძელებას. მათ ნაწილს მაგ. წელს სწავლის გადასახადის გადახდა გაუჭირდათ... ასე, რომ კიდევ უმაღლესში მოხვედრამდე გადასახადები თუ მოემატათ (თუნდაც არაფორმალური) ეს მაინცდამაინც მსურველების გაზრდაზე არ იმოქმედებს კარგად.

დავით ლიპარტელიანი said...

ხო მაგრამ, ჩემი აზრით აქ პრობლემა ის კი არაა რომ მეოთხე საგანი უნდა ჩაბარდეს, არამედ ის რომ მოსწავლეებს არ გააჩნიათ მეოთხე გამოცდის ჩასაბარებლად საკმარისი ცოდნა კონკრეტულ საგანში... ამიტომ მე ვფიქრობ მეოთხე საგნის გაუქმებას, აჯობებდა სკოლაში მომატებულიყო სწავლის დონე... თუნდაც ეს ბოლო სამი დღეა... რამდენი დამრიგებელი შემოვიდა თხოვნით: ”იცი დათო ეს ათოსანია და მარტო შენთან ყვება 9, იქნებ რამე მოუხერხო?!” ამის მერე რომელ სწავლაზეა ლაპარაკი... და რა მნიშვნელობა აქ რამდენი საგანი იქნება ჩასაბარებელი?

Anonymous said...

წლების განმავლობაში, სკოლაში რომ არ ჩატარებულა ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილები ხომ არ ჯობდა ჯერ სკოლის მასწავლებლები და სკოლები შემოწმებულიყო და მერე ჩაგვეტარებინა ეს გამოცდები. ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეს მშობელი ???

Anonymous said...

ალბათ მდგომარეობა იმ შემთხვევაში გამოსწორდება თუ სკოლა რეპეტიტორის ინსტიტუტის ჩანაცვლებას შეძლებს.დღეს მასწავლებელს სკოლისთვის არ სცალია, სახლში გარბის, იქ იხარჯება ბოლომდე აბიტურიენტთან.
არის კი გამოსავალი?!
ამ ეტაპზე ალბათ არა. არ შეიძლება ადამიანმა არსით ერთიდაიგივე ორი სამუშაო, დროის ერთ და იგივე მონაკვეთში თანაბრად ხარისხიანად შეასრულოს, როცა იცის რომ გასამრჯელოს განსხვავებულს მიიღეებს.